სამართალი
ახალციხეში სამართალდამცველთა მანქანა ავარიაში მოყვა
9 ივლისს, საბარგო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველთა მანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაზიანდა ორივე ავტომობილი. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაჯარიმდა.
| Print |