სამართალი
სასამართლომ 16 წლის ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

16 წლის მოზარდი, რომელმაც ბორჯომში ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, პატიმრობაში რჩება.

არასრულწლოვანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დღეს იმსჯელა.

პროკურორის მოთხოვნას, რომ მოზარდი საპატიმრო დაწესებულებაში გადაეყვანათ, ადვოკატიც დაეთანხმა.

16 წლის ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. მას საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს. ბრალდებულის ასაკის გამო სასამართლომ სხდომა დახურა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა რვა ივლისს, გამთენიისას, ბორჯომის პარკთან მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ჩხუბი სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.
| Print |