სამართალი
საბერძნეთში 51 წლის ქართველი მოკლეს, დაჭრილია მისი მეუღლეც
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში 51 წლის ქართველი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, მისი მეუღლე კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი 74 წლის მამაკაცია, რომელიც წყვილის მეზობლად ცხოვრობს.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 74 წლის მამაკაცმა მსხვერპლს კამათი დაუწყო და ამტკიცებდა, რომ მას სასმელში „რაღაც ჩაუყარა“.

შემთხვევას შეესწრო წყვილის 12 წლის ქალიშვილიც.
| Print |