სამართალი
ავარია ახალდაბასთან
დღეს 14 ოქტომბერს, ახალდაბასთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გზის მთლიან სიგრძეზე სატვირტო ავტომობილი გადაყირავდა, რამაც მაგისტრალზე მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია, სახანძრო-სამაშველოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ტელეკომპანია "ბორჯომის", ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. გამოძიება 125 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.
| Print |