სამართალი
ავარია ბაკურიანში
ბაკურიანის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი იქვე არსებულ ბოძს შეეჯახა. მსუბუქად დაშავდა 3 ადამიანი. ტელეკომპანია "ბორჯომი" ინფორმაციით, ისინი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

მომხდარის შესახებ გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
| Print |