სამართალი
,,ვილა აბასთუმანთან" გაგვიხადეს სადაო - როგორ გაიყიდა კბილაშვილების ქონება აუქციონზე

ახალციხის რაიონულ სასამართლოში მზია კბილაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას კბილაშვილების გარდა ქონების მართვის სააგენტოსა და საჯარო რეესტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კბილაშვილების ადვოკატის ვლადიმერ მიქაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ორი წელია სასამართლოში საკუთარი ქონების აღიარებას ითხოვს.

სასამართლო მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესზე გადავიდა. მოსამართლე ლუიზა თოდუას გადაწყვეტილებით, საქმის შემდეგი განხილვა 7 ოქტომბერს 15:00 სთ-ზე გაიმართება. მომავალ პროცესზე მოწმეები დაიკითხებიან, რომლებიც ისაუბრებენ 1995 წლიდან კბილაშვილების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის შესახებ.

მზია კბილაშვილის თქმით, 1995 წელს, როდესაც აბასთუმანში არქივი დაიწვა, მათ შორის აღნიშნული მიწის ნაკვეთის დოკუმენტაციაც განადგურდა. თითქმის 30 წლიანი მფლობელობის შემდეგ, სასამართლო დავაში მყოფი 1200 კვადრატული მიწის ნაკვეთი აუქციონზე გაიყიდა და მისი მფლობელი ვილა აბასთუმანი გახდა.

შეიძლება, დაგაინტერესოთ: ორჯერ მივმართეთ განცხადებით, არ გასხვისებულიყო სასამართლო დავის დროს, სასწრაფოდ გაყიდეს - ტარიელ მსხვილიძე
| Print |