სამართალი
სოფელ სათხესთან კაცს მანქანა დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხესთან დღეს, 21 აგვისტოს დილის საათებში მოხდა.

რადიო "ნორის" ინფორმაციით ქვეითად მოსიარულე 40 წლამდე კაცს "მერსედესის " მარკის ავტომანქანა მაშინ დაეჯახა, როდესაც ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა, კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევაზე ძიება სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
| Print |
თეგები: ავარია / სათხე / შსს /