სამართალი
ახალდაბაში მტკვრიდან თევზჭერისათვის აკრძალული მოწყობილობები ამოიღეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში პრევენციული ღონისძიებები გაატარეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, მდინარე მტკვრიდან ამოღებულია 6 ერთეული თევზსაჭერის აკრძალული საშუალება ე.წ. ფაცერი.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

| Print |