სამართალი
ამ ქმედებების შედეგად დაშავებულია 150-ზე მეტი პოლიციელი - შსს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგი გამართა. მინისტრის მოადგილე გმობს ჟურნალისტების, მოქალაქეებისა და პოლიციელების დაშავების ფაქტს და აცხადებს, რომ ,,თითოეული უწყება გააკეთებს ყველაფერს რათა თითოეული მოძალადე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით. თითოეულ ძალადობრივ ფაქტზე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე შესაბამის უწყებებში დაწყებულია გამოძიება და ხორციელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით".

ალექსანდრე დარახველიძე იმასაც განმარტავს, რომ ,,ჩვენი თანამოქალაქეები ხედავდნენ ცეცხლმოკიდებულ საკანონმდებლო ორგანოს, დამწვარ და დამტვრეულ როგორც კერძო პირების, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ინფრასტრუქტურას - მათ შორის სკამებს, ნაგვის ურნებს, საგზაო ნიშნებს, კარგად ჩანდა როგორ ნადგურდებოდა კერძო მესაკუთრეთა ქონება.

ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე არსებულ ერთ-ერთ შენობაზე ხელოვნურად გაჩენილი ხანძარი, გარე კაფე-ბარების ინფრასტრუქტურის სრული განადგურება, ასევე ვანდალურად იქნა დარბეული რუსთაველის გამზირზე არსებული მაღაზიების ვიტრინები, დარბეული და გაძარცვულია მაღაზიები.

28 ნოემბრიდან დღემდე აქციის მონაწილეების მიერ, რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა არაერთი დანაშაულებრივი ქმედება. მათ შორის, ყაჩაღური თავდასხმა განხორციელდა რუსთაველის გამზირზე მდებარე „სვაროვსკის“ მაღაზიაზე, საიდანაც შავებში ჩაცმული შენიღბული და დანით შეიარაღებული პირის მიერ გატაცებულია ძვირადღირებული ნივთები, ასევე დაფიქსირდა ქურდობის 60-მდე ფაქტი: მათ შორის სავაჭრო ცენტრიდან, მაღაზიებიდან, ღია ბარებიდან, რესტორნებიდან და სუპერმარკეტებიდან.

მოპარულია სხვადასხვა სახის ინვენტარი, ფულადი თანხა, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი. რუსთაველის გამზირზე მდებარე სხვადასხვა ობიექტიდან დაფიქსირდა სხვადასხვა ინვენტარის, მათ შორის ბანკომატებისა და ჩასარიცხი აპარატების ჯერ გატაცების, შემდგომში კი მათი ბარიკადებად გამოყენების ფაქტები.

ათეულობით ფაქტია დაფიქსირებული პირადი ნივთების ქურდობის. მოქალაქეები და კერძო მეწარმეები აფიქსირებენ შეტყობინებებს მანქანების, მოტოციკლეტების, სქროლების, გარე ავეჯისა და ინვენტარის დაზიანების თაობაზე. დამტვრეულია და დაზიანებულია პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“, ასევე მაღაზიების „ბოსის“, „თაიმისა“ და „სუფთა სახლის“ გარე ფასადები.

კერძო პირებისა და სახელმწიფოსთვის დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზარალი ასიათასობით ლარს აღემატება"
.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, ,,ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან მოქალაქეებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

,,აქციის მოძალადე ჯგუფები მსგავსი ქმედებების განსახორციელებლად აქტიურად იყენებდნენ პიროტექნიკას, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ისინი შეიარაღებულნი იყვნენ სხვადასხვა საგნით: მათ შორის რკინისა და ხის ხელკეტებით, კასტეტებით, ასევე თავდასხმების განსახორციელებლად აქტიურად იყენებდნენ ე.წ. შურდულებს, რითაც დამიზნებით ისროდნენ რკინის საგნებსა და მიზანმიმართულად აზიანებდნენ როგორც საპოლიციო ტექნიკას, ასევე თავს ესხმოდნენ პოლიციელებს.

ამ ქმედებების შედეგად დაშავებულია 150-ზე მეტი პოლიციელი, რომლის შესახებაც სამწუხაროდ ოპოზიციური პარტიები, აქციის მონაწილეები და სამწუხაროდ ზოგიერთი მედია საშუალებები არ საუბრობენ და ვერც აღნიშნული ფაქტის დაგმობა ნახა საზოგადოებამ.

აქციების მიმდინარეობისას, მოძალადე ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, თითქმის ყველა დაშავებულ პოლიციელს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მათ დიდ ნაწილს კი ქირურგიული ჩარევაც კი ესაჭიროებოდა. პოლიციის თანამშრომლების უმეტესობას აქვს სხვადასხვა სახის დამწვრობა, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში"
- აცხადებს დარახველიძე.

მისივე თქმით, ,,28 ნოემბრიდან დღემდე გამართული აქციის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი წესით გამოვლენილი და შესაბამის პასუხისგებაშია მიცემული 30-ზე მეტი პირი.

ასევე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია და საქმისწარმოება დაწყებულია 372 პირის მიმართ, საიდანაც 62 პირის მიმართ უკვე გამოყენებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო 100-ზე მეტი პირის მიმართ ჯარიმა, როგორც სახდელის სახე. დანარჩენი პირების მიმართ აქტიურად გრძელდება სასამართლო განხილვები“,
- განაცხადა მან.
slot gacor situs toto Situs slot gacor
demo slot gacor
situs slot gacor
situs toto
slot gacor
link slot gacor
toto
SITUS TOTO
slot 4d
situs slot gacor
toto 4d
slot gacor
situs toto
slot gacor
situs slot gacor
slot gacor hari ini
Link Slot Gacor
Slot Gacor
situs toto 4d
situs toto
situs toto
slot demo
link slot gacor
link slot gacor
slot
situs slot gacor
slot gacor gampang menang
slot
slot gacor hari ini
slot gacor
slot 4d gacor slot slot gacor hari ini
| Print |