სამართალი
დაკავებული დავით ახალკაცის სასამართლო ხვალ გაიმართება
"კოალიცია ცვლილებებისთვის" წარმომადგენელი დავით ახალკაცი, რომელიც პოლიციამ დღეს, 20 დეკემბერს ახალციხეში კონცერტზე დააკავა, ამ დროისათვის ახალციხის დროებით მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

მას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი 166-ე და 173-ე მუხლებით გაასამართლებენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევა გულისხმობს.

როგორც მისი ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი აცხადებს, "პოლიციელებს დაკავების მომენტში ახალკაცი თრევით მიჰყავდათ, რა დროსაც ის ეკითხებოდა, რატომ აკავებდნენ და ეს ჩაუთვალეს დაუმორჩილებლობად".

სამარჯიშვილის თქმითვე, იგი პროტესტს გამოხატავდა კონცერტზე და შეურაცხყოფა არავისთვის არ მიუყენებია, თუმცა ეს მერიის თანამშრომლებს არ მოეწონათ.

| Print |