სამართალი
ახალციხეში ავარია მოხდა
ახალციხეში საბარგო სადგურთან, ახალციხე -ბორჯომის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის გამყოფ ბეტონის ზოლს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.

როგორც შსს-ში, tv9news.ge - ს განუცხადეს. მომხდარზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გაფორმდა.
| Print |