Error
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევისას 8 ადამიანი დაშავდა
ახალციხეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შეედეგად რვა ადამიანი დაშავდა. ტრაილერი მიკროავტობუსს შეეჯახა. 

ახალციხეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შეედეგად რვა ადამიანი დაშავდა. ტრაილერი მიკროავტობუსს შეეჯახა. 

IMG_2466

შემთხვევა ქალაქის შესასვლელში, დაახლოებით, 17:00 საათზე მოხდა.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.

შსს–ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

თიკო კურტანიძე

| Print |