ნინოწმინდაში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის საქმეზე ბრალდებული დაიკითხა
18:56 / 07.02.2017
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ნინოწმინდაში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის საქმეზე ბრალდებული დაიკითხა.
არმენ მარკარიანის თქმით გარდაცვლილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩაიდინა.
მარკარიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომდევნო სასამართლო სხდომა ხვალ, 2017 წლის 8თებერვალს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 6 ივნისს მოხდა , არმენ მარკარიანმა თავისივე მეგობარს არშალუის სანოსიანს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი ნინოწმინდის საავადმყოფოში მიიყვანა.