სამართალი
ახალციხეში სწრაფი სესხის ფილიალი დააყაჩაღეს
ახალციხეში სწრაფი სესხის, ,,ლენდოს" ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა 16 თებერვალს, დაახლოებით, 17:30 საათზე მოხდა.

"მეცხრე არხის" ინფორმაციით, ,,ლენდოს" ოფისში მამაკაცი შევიდა, რომელიც კომპანიის თანამშრომლებს ხელყუმბარის გახსნით დაემუქრა.

ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობის თანხაა წაღებული.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ.

| Print |
თეგები: ყაჩაღობა / ლენდო /