სამართალი
ჟურნალისტის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებთან, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე აღძრული საქმე დასრულდა. დაზარალებულის მოთხოვნით, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მათ ერთწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდათ. სამივე მათგანს სასამართლომ შეზღუდვები დაუწესა. მათ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობა ეკრძალებათ.  

ტელეკომპანია ,,იბერიას" ჟურნალისტის თქმით, მან აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზის გამო მიიღო. მთავარი ისაა, რომ სამივე მათგანმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან. გასვიანი აღნიშნავს, რომ მან ბრალდებულების ოჯახური მდგომარეობაც გაითვალისწინა. მათ მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გასვიანის ცემის გამო, სამ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა, 27 იანვარს შეეფარდა.

ჟურნალისტს მიხეილ ხუციშვილმა, ბორის გოგიჩაიშვილმა და პაატა კვინიკაძემ 2016 წლის 18 დეკემბერს, ბორჯომში სცემეს. გასვიანის თქმით, ბორჯომის პოლიციის თანამშრომელი მიხეილ ხუციშვილი, მას იარაღით ემუქრებოდა.
| Print |