სამართალი
ახალციხის სასამართლომ ბორჯომის გამგეობას სარჩელი არ დაუკმაყოფილა
სილამაზის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების უხარისხოდ შესრულებასთან დაკავშირებული სამოქალაქო დავა დასრულდა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას სარჩელი არ დაუკმაყოფილა. მოსამართლე შალვა მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მხარე შპს "პემი"–სგან ვალდებულების შესრულებას მოითხოვს, თუმცა ის ფაქტი, რომ კომპანიამ სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, გამგეობამ ვერ დაამტკიცა.

თვითმმართველობის წარმომადგენლები რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მართლმსაჯულების ორგანოს მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, მოპასუხე მხარე არ დასწრებია. თუმცა წინა სხდომაზე კომპანიის წარმომადგენელმა ტელეკომპანია "ბორჯომთან" განაცხადა, რომ მათ სამუშაოები ხარისხიანად შეასრულეს.

სილამაზის ხიდის რეაბილიტაციაზე ბორჯომის ბიუჯეტიდან 160 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხიდი მალევე დაზიანდა.

| Print |