სამართალი
პატრულის მიერ მძღოლის დაჯარიმებას, ახალქალაქში მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა
ახალქალაქში ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება, საპატრულო პოლიციის მიერ, მოქალაქის დაჯარიმების ფაქტს მოჰყვა. ქალაქის ცენტრში 100–მდე ადგილობრივი მას შემდეგ შეიკრიბა, როცა გაიგეს, რომ მძღოლი პატრულის ჯარიმას არ ეთანხმებოდა და ამტკიცებდა, რომ ის ღვედის გარეშე არ გადაადგილდებოდა.

შემთხვევა 29 მარტს, დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა.

მოქალაქეები მოითხოვდნენ, რომ პატრულ–ინსპექტორებს სამკერდე კამერის ჩანაწერი წარედგინათ, რომლითად დადგინდებოდა, დაარღვია თუ არა მძღოლმა საგზაო მოძრაობის წესები.

ადგილზე შეკრებილები ამბობდნენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და ბოლო დროს საპატრულო პოლიცია მძღოლებს უსაფუძვლოდ ჯარიმებს.

შემთხვევის ადგილიდან ვიდეოკადრებს jnews-ის ჟურნალისტი, კრისტინა მარაბიანი ავრცელებს.

"მე–9 არხის" გადამღები ჯგუფი ახალქალაქში იმყოფება და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

| Print |