სამართალი
ახალციხეში სკოლის მოსწავლეებმა ქურდობის საქმე გამოიძიეს

საზოგადოებრივი პროკურატურის ფარგლებში ახალციხის ციხეზე იმიტირებული გამოძიება გაიმართა, სადაც მონაწილეობა

ახალციხის საჯარო სკოლების მეცხრე – მეათე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. პროკურორების და ექსპერტ–კრიმინალისტების დახმარებით მოსწავლეებმა როლები გადაინაწილეს და ქურდობის დეტალებზე გამოძიება დამოუკიდებლად განახორცელეს.

ამბავი ქალაქ ახალციხის ციხეზე გაქურდულ მაღაზიას ეხებოდა, საიდანაც ოქროულობა წაიღეს, რის შედეგადაც საქმის დეტალური დაცვით მოსწავლეებმა დანაშაულის კვალს ადვილად მიაგნეს და ბრალდებული დააკავეს.

მოსწავლეები იმიტირებული გამოძიების განსახორციელებლად ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ. მსგავსი სახის ღონისძიება პროკურატურამ პირველად ჩაატარა. როგორც რაიონული პროკურორი განმარტავს, მსგავსი ღონისძიებები ახალი სასწავლო წლიდან კვლავ იგეგმება.

 


| Print |
თეგები: პროკურატურა /