სამართალი
შს მინისტრმა სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამმართველოები დაათვალიერა
შინაგან საქმეთა მინისტრი სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონულ სამმართველოებს ეწვია.

სამმართველოები "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის დაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

სამინისტროს წარმომადგენლებმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ციხისჯვრის განყოფილება, ასევე, ტაბაწყურის და ცხრაწყაროს უღელტეხილზე მდებარე საგუშაგოები მოინახულა. გიორგი მღებრიშვილმა ობიექტები დაათვალიერა, დეპარტამენტის რეგიონულ ბაზებზე დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებს, დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობასაც შეხვდა.

მინისტრმა ასევე დაათვალიერა რეგიონულ ბაზებში სამორიგეო და საიარაღო ოთახები, სპორტდარბაზი, ავტოფარეხი, პირადი შემადგენლობის საცხოვრებელი შენობები, სპეცტექნიკა და სამთო აღჭურვილობა. გაეცნო აღნიშნულ ბაზაზე დამონტაჟებულ ციფრულ ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემას.


| Print |