Error
სამართალი
თბილისში გარდაცვლილი თორნიკე სუხიაშვილი წარმოშობით ადიგენიდან იყო
24 ივნისს, თბილისში, სანაპიროზე მომხდარ შემთხვევას, 27 წლის თორნიკე სუხიაშვილი ემსხვერპლა. იგი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არსებობს ვერსია, რომ მოტოციკლს პოლიცია აედევნა, რის შემდეგაც ავარია მოხდა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ფაქტს არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დევნის ოპერაციას ადგილი არ ჰქონდა პოლიციის ეკიპაჟების მიერ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საპატრულო პოლიცია დიდი სიჩქარით მიმავალი მოტოციკლის შეჩერებას შეეცადა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

13510818_866171456845656_8785418298133992589_n24 ივნისს, თბილისში, სანაპიროზე მომხდარ შემთხვევას, 27 წლის თორნიკე სუხიაშვილი ემსხვერპლა. იგი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არსებობს ვერსია, რომ მოტოციკლს პოლიცია აედევნა, რის შემდეგაც ავარია მოხდა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ფაქტს არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დევნის ოპერაციას ადგილი არ ჰქონდა პოლიციის ეკიპაჟების მიერ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საპატრულო პოლიცია დიდი სიჩქარით მიმავალი მოტოციკლის შეჩერებას შეეცადა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სუხიაშვილის ოჯახის ახლობლები კი ირწმუნებიან, რომ სათვალთვალო კამერებმა სხვა რამ დააფიქსირა, გარდა ამისა, თვითმხილველები შსს–სგან განსხვავებულ ვერსიებს ჰყვებიან.

სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე მეტად, არსებული ვიდეომასალის და თვითმხილველების მიერ გავრცელებული ინფორმაციის უფრო გვჯერა, რადგან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთა ნაწილი ზღვარს გადავიდა და კანონით გათვალისწინებულზე მეტ უფლებებს აძლევენ თავიან თავს, რასაც მოჰყვა ასეთი (ალბათ არაერთი) სავალალო და თავზარდამცემი შედეგი.

მე, როგორც ამ ქვეყნის რიგირთი მოქალაქე თავს ვალდებულად ვთვლი (ალბათ მრავალი შემომიერთდება), სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ, მიუკერძოებლად, ობიექტურად და მასალების გაყალბების გარეშე (რასაც ხშირად აქვს ადგილი) დაიწყოთ აღნიშნული საქმის გამოძიება და ფაქტის რეზონანსულობიდან, ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაასაჯაროვოთ ყველა ინფორმაცია და კანონის გათვალისწინებით, უმკაცრესად დაისაჯოს მოტოციკლს ადევნებული საპატრულო ეკიპაჟის (თუ ეკიპაჟების) შემადგენლობა, რომელთა კისერზე არის ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ქართველის თორნიკე სუხიაშვილის ტრაგიკული აღსასრული.

თუკი სამინისტორს ან პროკურატურის მხრიდან ადგილი ექნება ფაქტების გაყალბების მცდელობას მაინც და ობიექტურობა, საჯაროობა და გამჭვირვალეობა დაცული არ იქნება, თქვენ მიიღებთ საერთო-სახალხო პროტესტს, დამსახურებულად და სამართლიანად.” – აცხადებს ოჯახის ახლობელი მამუკა ცუხიშვილი

თორნიკე სუხიაშვილი ოტორინოლარინგოლოგის დავით სუხიაშვილის შვილია. ოჯახი რამდენიმე წლის წინ, ადიგენიდან საცხოვრებლად და სამუშაოდ თბილისში გადავიდა.

თიკო კურტანიძე

 

| Print |