სამართალი
ბეგლარ კაპანაძე ინციდენტის დეტალებზე
ურაველში მცხოვრები კაპანაძეები ქალაქ ახალციხის მერის ყოფილ მოადგილესა და ადგილობრივი ხელისუფლების მოქმედ საჯარო პირებს ცემაში ადანაშაულებენ. მიზეზად პოლიტიკური მოტივი სახელდება, რადგან ერთ–ერთი დაშავებული ბეგრალ კაპანაძე "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი კოორდინატორია. ყოფილი ოპოზიციონერის გარდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მის 23 წლის შვილსა და 82 წლის მამას. სამივე მათგანი გონზე ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მოვიდა. 

ბეგლარ კაპანაძე ამბობს, რომ პოლიტიკურ საქმიანობაზე უარი თქვა, რადგან მმართველი პარტიისგან არაერთი მუქარა და დაპირისპირება აიტანა. იგი მომხდარს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მომხდარ ინცინდენტს უკავშირებს, რა დროსაც ზაზა გელაძესთან შელაპარაკება მოუვიდა. ამბობს, რომ ოცნების მთავრობის ყოფილმა და მოქმედმა საჯარო მოხელეებმა ნასვამ მდგომარეობაში მაშინდელი დაპირისპირება გაუხსენეს.


| Print |