სამართალი
ადიგენის გამგეობის სარჩელი სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი წარმოებაში მიიღო. მუნიციპალიტეტმა მეორე ინსტანციაში ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც გამგეობას მინდია ჯელიას გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

როდის ჩაინიშნება პროცესიჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის გამგებელმა პირველი მოადგილე დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 20 თებერვალს გაათავისუფლა. ზაქარია ენდელაძის გადაწყვეტილება, მინდია ჯელიამ ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა.

| Print |
თეგები: მინდია ჯელია /