სამართალი
არასრულწლოვნებთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა
არასრულწლოვნებთან გარყვნილი ქმედების მცდელობაში ბრალდებულ ირანის მოქალაქეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შუა ხნის მამაკაცმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18–141–მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინა, რაც წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედების მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი თავისუფლების აღკვეთას 5–დან 7 წლამდე ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ 51 წლის ირანის მოქალაქეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–18 მუხლით – დანაშაულის მომზადებას და 140 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას, მამათმავლობას, ლესბოსელობას ან სხვაგვარ გაუკუღმართებული ფორმით სექსუალურ კონტაქტს გულისხმობს. მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და ბრალი საქართველოს სსკ–ის 18–141–მუხლით წარედგინა.

1966 წელს დაბადებულ მამაკაცს ირანში მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს. იგი ახალციხეში, ერთ–ერთ საწარმოში მუშაობდა.

| Print |