სამართალი
ავტოავარია ჭაჭარაქში
8 აგვისტოს, დაახლოებით, დღის სამი საათისთვის, ახალციხის მინიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, მსხვერპლით დასრულდა.

თეთრი ფერის ,,გოლფ 4" საწინააღმდეგოდ მიმავალ კამაზის ტიპის სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა.

,,გოლფ 4"–ს მძღოლი მ.ნ. პროზექტურაში გადაასვენეს.

გარდაცვლილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარჯამიდან არის.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

| Print |