საპროტესტო აქცია გამართა ახალციხე–ვალის ცენტრალურ მაგისტრალთან სოფელ წყალთბილის მოსახლეობამ.
ისინი სამართალდამცველებისგან იმ საჭირო დოკუმენტაციისა და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენას მოითხოვდნენ, სადაც აღნიშნული იქნებოდა, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალნენ, 28 მაისს, დატრიალებული ტრაგედიის გამო მამა–შვილი ანა და პეტროს ავეტისიანები.
ადგილობრივები ასევე მოითხოვდნენ ექსპერტიზის დასკვნას, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ თბილისიდან ჩამოსვენებული ცხედრები ნამდვილად წყალთბილაში ხანძრისგან დამწვარი მამა–შვილი იყვნენ. სოფელ წყალთბილაში, ავეტისიანების სახლში ხანძარი, 28 მაისს, გვიან ღამით გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად 82 წლის მამა და მისი 58 წლის ქალიშვილი დაიწვნენ.
ხანძრიდან მეორე დღესვე, ცხედრები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ამ დრომდე უცნობი რჩება რამ გამოწვია ხანძარი. მომხდარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით იძიებს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.