შსს–ს ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის შედეგად, 1 632 კანონდარღვევის ფაქტი დაფიქსირდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპოლიციო კონტროლი განახორციელა. უწყების ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 16-18 ივნისს, საპოლიციო კონტროლის შედეგად, სამართლდამცველების მიერ, სისხლის სამართლის 182 დანაშაული და ადმინისტრაციული სამართლდარღვევის 1 450  ფაქტი  გამოვლინდა. საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ფსიქორტოპული მედიკამენტები, კანაფი, მარიხუანა, ჰეროინი, „სუბუტექსი“ და ოპიუმი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპოლიციო კონტროლი განახორციელა. უწყების ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 16-18 ივნისს, საპოლიციო კონტროლის შედეგად, სამართლდამცველების მიერ, სისხლის სამართლის 182 დანაშაული და ადმინისტრაციული სამართლდარღვევის 1 450  ფაქტი  გამოვლინდა.

საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ფსიქორტოპული მედიკამენტები, კანაფი, მარიხუანა, ჰეროინი, „სუბუტექსი“ და ოპიუმი.

პოლიციამ დააკავა 1 ძებნილი პირი. ასევე, გაიხსნა ადრე ჩადენილი ყაჩაღობის, ძარცვის მცდელობის და საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის თითო ფაქტი.


| Print |