ავარიის დროს დაშავებული მძღოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებებლია
17:13 / 10.08.2017
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 10 აგვისტოს ბორჯომში.
ხაშურიდან ბორჯომის მიმართულებით მოძრავი ამწე, ჩარხისწყლის ხიდის მიმდებარედ მდინარე მტკვარში გადავარდა. ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მისი ჩაქრობა სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დროულად შეძლეს. მძღოლი სავარაუდოდ რუსთავში მცხოვრები 39 წლის მამაკაცია, რომელმაც მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო. ის მოტეხილობით ჯეო-ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ავარიის შედეგად მოგლეჯილია გარე განათების ბოძი. დაზიანდა ბუნებრივი აირის მილიც. ცენტრალურ გზაზე მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.