სამართალი
სამცხე–ჯავახეთში ორი უკანონო სახერხი საამქრო აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქროს ფუნქციონირების ორი ფაქტი გამოავლინეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშეთსა და ვაშლოვანში, მოქალაქეებს ნ.გ-სა და ხ.ზ-ს მოწყობილი ჰქონდათ სახერხი საამქროები, რომლებიც არ არის რეგისტრირებული მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში.

ასევე ერთ-ერთ სახერხ დანადგარზე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორები.

სახერხი დანადგარები დაილუქა და გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

შედგა შესაბამისი აქტები.
| Print |