სამართალი
ახალციხეში ბარმენი და მიმტანი დაჭრეს
ახალციხის ციხის კომპლექსში რესტორან “რაბათის” თანამშრომლები დაჭრეს.
მიმტანსა და ბარმენს, ხელისა და მუცლის არეში, ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

რესტორანში ყვებიან, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კლიენტმა, მიმტანი და ბარმენი შენობის გარეთ გაიყვანა და ჭრილობები დანით მიაყენა.

ორივე დაზარალებული კლინიკა “იმედში” გადაიყვანეს. სამერდიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ ხელის არეში დასჭრილ მამაკაცს, ჭრილობა დაუმუშავეს, გაუკერეს და გაწერეს.

მეორე დაშავებულს, რომელსაც ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული, ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

შსს–ში ამბობენ, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19–108 მუხლით მიმდინარეობს, რაც დანაშაულის მცდელობასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიებას ახალციხის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

| Print |