სამართალი
ნორიკ კარაპეტიანი სასამართლომ დააჯარიმა
27 ნოემბერს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბოლო სხდომა გაიმართა, სადაც ბრალდებულ ნორიკ კარაპეტიანს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა, 2200 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.


ბრალდებული მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ნორიკ კარაპეტიანს ბრალი სსკ–ს 353–ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ან ნივთის დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით 2– 5 წლამდე.

მოსამართლემ ნივთის დაზიანებაში ბრალდებული გაამართლა, თუმცა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დამნაშავედ ცნო და ჯარიმის გადახდა დააკისრა.

შემთხვევა 2016 წლის 30 დეკემბერს მოხდა, კარაპეტიანს ავტომანქანის არასწორად დაყენების გამო პოლიციამ შენიშვნა მისცა, რომელიც შემდეგ კონფლიქტში გადაიზარდა.

| Print |