სამართალი
ავეჯის მაღაზიის ძარცვის ფაქტზე 1 პირია დაკავებული
ავეჯის მაღაზიის ძარცვის ფაქტზე, შსს-ს ინფორმაციით, წუხელ ცხელ კვალზე მოხდა ერთი მოქალაქის დაკავება.
შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს, გვიან ღამით, მძარცველმა ავეჯის მაღაზიის მინის კარი შეამტვრია, რომელიც ახალქალაქში, მიასნიკიანისა და ჩარენცის ქუჩის კვეთაზე მდებარეობს.

ეჭვმიტანილმა წაიღო 12 ათასი ამერიკული დოლარი და ვიდეოკამერა, რომელიც მაღაზიის ტერიტორიას აკონტროლებდა.

წყარო: ,,ჯეინიუსი"
| Print |