სამართალი
ახალციხეში, ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრედო"-ს ოფისთან ქვეითთა გადასასვლელზე მოქალაქეს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

მძღოლი არ მიმალულა, დაზარალებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მედიკოსების განცხადებით, ავადმყოფის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, მიმდინარეობს გამოკვლევები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევს გულისხმობს და ისჯემა ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ერთიდან სამ წლამდე.


,,მეცხრე არხი" დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.
| Print |