სამართალი
აფეთქება საკრებულოს დეპუტატის მანქანასთან
ახალციხის საკრებულოს დეპუტატის ამბარცუმ ბაბოიანის მანქანასთან აფეთქება მოხდა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების დროს

მანქანასთან არავინ იმყოფებოდა. შემთხვევა, ასპინძის ქუჩაზე, სპორტსკოლასთან მოხდა. როგორც კამერებით დაფიქსირებული ვიდეომასალის მიხედვით ირკვევა, აფეთქების ხმა დაახლოებით, საღამოს ცხრის ნახევრისთვის დაფიქსირდა.

აფეთქების დროს ახალციხის საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ამბარცუმ ბაბოიანი სპორტ დარბაზში იმყოფებოდა, ავტომობილი კი სკოლის წინ იყო გაჩერებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. სპორტსკოლასთან იმყოფებიან ახალციხის ადგილობრივი ხელისუფლების, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც აფეთქებით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
| Print |