სამართალი
პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე, ახალციხეში სამი პირი ამხილეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ახალციხეში სამი პირი დააკავეს.

1976 წელს დაბადებული მ.ი., 1980 წელს დაბადებული მ.ქ. და 1976 წელს დაბადებული დ.ს. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, დროებით მფლობელობაში არსებულ კაფე-ბარებში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.

სამართალდამცველებმა კაფე-ბარებში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით გამოკითხეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 254-ე მუხლით – პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.

ინფორმაციასა და ვიდეომასალას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
| Print |