სამართალი
ყოფილი თანამშრომელი მერიის წინააღმდეგ – საქმის განხილვა დასრულდა
გამგეობის ყოფილი თანამშრომლის სასარჩელო მოთხოვნა, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლენ სოფიო შეჩენკო სამსახურში არ დააბრუნა. გამგეობის ყოფილი თანამშრომელი იგივე ან ტილფას პოზიციაზე დანიშვნას და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.

მოსამართლე გია ბერაიამ თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა: "მობილობა ხორციელდება როცა შტატები მცირდება. სახეზე გვაქვს შტატების შემცირება. მობილობა რამდენად კანონიერად განხორციელდა, მე მაგაზე ვერ ვიმსჯელებ. სასამართლო რამდენჯერმე შეგეკითხათ და თქვენ სადაოდ არ ხდით მობილობას".

სოფიო შევჩენკო ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ სოფიო შევჩენკო ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საქმის წარმოებისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე 2 წელიწადნახევარი მუშაობდა. აღნიშნულ თანამდებობაზე საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ შეირჩა.

სოფიო შევჩენკოს პოზიციის დატოვება 2017 წლის 14 ნოემბერს მოუწია. ახალციხის მერიამ მიზეზად ის დაუსახელა, რომ მობილობის პროცესი წარმატებით ვერ გაიარა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას, ერთი და იგივე მოთხოვნით, უკვე მესამე თანამშრომელმა უჩივლა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს აპარატის ყოფილი თანამშრომლები, თეა ბაღდოშვილი და ეკა ტატალაშვილი, სამსახურში აღადგინა.

| Print |