სამართალი
ოქროს მედლების საქმეზე პედაგოგები დაკითხეს
ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ოქროს მედლების საქმის განხილვა გრძელდება.

მთავარ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყეს და მოწმეები დაკითხეს. მოსამართლემ დღეს ხუთ პედაგოგს მოუსმინა.

მასწავლებლებმა შეფასების ჟურნალში დაშვებულ შეცდომებსა და ჩასწორებებზე ისაუბრეს. პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ ორივე მოსწავლეს, რომლებსაც სკოლამ ოქროს მედლებზე უარი უთხრა, მაღალი შეფასებები ჰქონდა. მოწმეების თქმით, მათი შეცდომების გამო, მიზარდები მედლის გარეშე არ უნდა დარჩნენ.

სასამართლოს კიდევ ექვსი პედაგოგი ჰყავს დასაკითხი. რა სახის შეცდომები დაუშვეს მათ შეფასების ჟურნალში – ამას მოსამართლე გია ბერაია 11 აპრილს ჩანიშნულ სხდომაზე გაარკვევს.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედლის გარეშე მეექვსე სკოლის ექვსი კურსდამთავრებული დარჩა. რუსუდან მელიქიძემ და ლუკა პარუნაშვილმა სასამართლოს მიმართა. მოსარჩელე მხარე ორივე ახალგაზრდის ოქროს მედალზე წარდგენას ითხოვს.
| Print |