სამართალი
სამცხე–ჯავახეთში, ოჯახური დანაშაულისთვის, სამ თვეში 39 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ოჯახური დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

უწყების ინფორმაციით, ბოლო სამ თვეში, ამ მუხლით 855 პირია დაკავებული.

მათ შორის, თბილისში დაკავებულ იქნა 424 პირი, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში - 78, ქვემო ქართლში - 76, კახეთში - 68, შიდა ქართლში - 66, აჭარაში - 40, სამცხე-ჯავახეთში - 39, სამეგრელოში - 25, გურიაში - 25, მცხეთა-მთიანეთში - 14.

სამართალდამცველებმა, მსხვერპლთა დაცვის მიზნით შემაკავებელი ორდერი 1402 პირის მიმართ გამოსცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითვე, პოლიციაში მიმართვიანობის მაჩვენებელი გაიზარდა. 2017 წლის პირველ სამ თვეში გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის ნიშნების შემცველ 530 შეტყობინებაზე, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ორჯერ მეტ - 1 179 შეტყობინებაზე.

მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე გამოაქვეყნა.
| Print |