სამართალი
ახალციხის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა სააპელაციოს მიმართა
ახალციხის მერიიდან გათავისუფლებული სოფიო შევჩენკო სამსახურში აღდგენას სააპელაციო სასამართლოს გზით ცდილობს.

თვითმმართველობის ყოფილმა თანამშრომელმა სარჩელი 17 აპრილს შეიტანა. შევჩენო სამსახურში აღდგენას და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

იგივე მოთხოვნით მან ახალციხის რაიონულ სასამართლოსაც მიმართა, თუმცა საქმე წააგო. მოსამართლე გია ბერაიამ სასარჩელო მოათხოვნა არ დაუკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ სოფიო შევჩენკო ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საქმის წარმოებისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე 2 წელიწადნახევარი მუშაობდა. აღნიშნულ თანამდებობაზე საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ შეირჩა.

სოფიო შევჩენკოს პოზიციის დატოვება 2017 წლის 14 ნოემბერს მოუწია. ახალციხის მერიამ მიზეზად ის დაუსახელა, რომ მობილობის პროცესი წარმატებით ვერ გაიარა.
| Print |