სამართალი
ახალციხეში ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა
ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, არამ პოღოსოვის ავტომანქანა დაიწვა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დაზიანებულია "ნისანის" მარკის ავტომანქანა.

ავტომანქანას წინა ნაწილი, სალონთან ერთად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტომანქანა გადაყვანილია სადგომზე და ექსპერტიზა უტარდება.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო 187–ე მუხლით იძიებს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

| Print |