სამართალი
საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის, ვალეში ოთხი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ვალეს სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ბანგლადეშის 3 და აზერბაიჯანის 1 მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

| Print |