საზოგადოება
ახალქალაქის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება (R)
"ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ივლისს, 11:00-დან 18:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 848 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში კუმურდო, ჩამდურა, ჯივანი, მურჯახეთი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |