საზოგადოება
,,აბასთუმანში იმოძრავებენ მხოლოდ ელექტრომანქანები"- ბიძინა ივანიშვილი
ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ გაზაფხულიდან ჩაატაროს ექსპერიმენტი და აბასთუმანი ელექტრომანქანების რეგიონად აქციოს.

მისი თქმით, სახელმწიფოს არ აქვს საშუალება და ადგილობრივებს თვითონ დაეხმარება.

"მოვახერხებ, რომ წელსვე პრეცედენტი შეიქმნას და აბასთუმანში იმოძრავებენ მხოლოდ ელექტრომანქანები", - აღნიშნა ივანიშვილმა ინტერვიუს დროს.

მისივე თქმით, აბასთუმანში 800 ოჯახი ცხოვრობს და ზოგს უყიდის ელექტრომანქანას, ხოლო ზოგს სხვა მხრივ დაეხმარება. როგორც ივანიშვილი განმარტავს, სწორად განვითარების შემთხვევაში ათი წლის შემდეგ საქართველო შეიძლება, გახდეს პირველი ქვეყანა, სადაც მხოლოდ ელექტროავტომობილები იმოძრავებენ.
წყარო: On.Ge
| Print |