საზოგადოება
ახალციხესა და ნინოწმინდაში დენი გაითიშება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ნოემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 034 აბონენტს ახალციხეში თბილისის, მებაღიშვილის, იაძის, ქუთაისის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

11:00-დან 18:30 საათამდე 754 აბონენტს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში გორელოვკა, ჟდანოვი, ორლოვკა, სპასოვკა, სამება და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |