საზოგადოება
Freedom House: „ციფრული ავტორიტარიზმის აღზევება“
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ ახალი ანგარიში მოამზადა.

საქართველო 25 ქულით თავისუფალი ქვეყნების რიგშია და რეგიონში პირველი ადგილი უკავია. თუმცა, მისი მდგომარეობა მაინც ერთი პოზიციითაა გაუარესებული გასულ წელთან შედარებით.

ორგანიზაცია „შემაშფოთებელ მოვლენას“ უწოდებს ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეს. საუბარია ეჭვებზე, რომ მის გატაცებაში საქართველოს ხელისუფლება იყო ჩარეული.  

„ციფრული ავტორიტარიზმის აღზევება“ - ანგარიშში საუბარია ე.წ. „ყალბ ახალ ამბებზე“, პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე, პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე - როგორც დემოკრატიისთვის უმთავრეს საფრთხეებზე.

ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობას არ დაუბლოკავს რომელიმე სოციალურ პლატფორმაზე წვდომა, მაგრამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე - მდგომარეობა, როდესაც დამოუკიდებელი ჟურნალისტი შეიძლება მოიტაცონ და სხვა ქვეყანას გადასცენ მისი ონლაინ პუბლიკაციების გამო, არის ძალიან პრობლემური და არის შემაშფოთებელი ტენდენცია ინტერნეტის თავისუფლებისა და პრესის თავისუფლებისთვის ზოგადად.

„მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ინტერნეტი საქართველოში შედარებით თავისუფალი რჩებოდა, ყურადღების ცენტრში მოექცა რამდენიმე საქმე, მათ შორის რეპერების დუეტისა და პრეზერვატივების კომპანიის საქმეები, ასევე ეჭვები იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩართული იყო თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეში. ეს მოვლენები შემაშფოთებელი იყო ჩვენთვის“, - ვკითხულობთ ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეთმობა. 


Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
ასპინძა 8 °C
img
ადიგენი 10 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 7 °C
img
აბასთუმანი 4 °C
img
ბაკურიანი 2 °C
img
ნინოწმინდა 4 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0291
RUB
RUB
100
4.2126
TRY
TRY
1
0.4646
USD
USD
1
2.6935
AMD
AMD
1000
5.5801
კალენდარი
Facebook