საზოგადოება
სოფლის დამახინჯებული სახელი უკანონდ დამონტაჟებულ ტრაფარეტზე
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრებთან, ახალი ტრაფარეტი გაჩნდა.

მასზე სოფლის სახელი არასწორად და ოთხ ენაზე - სომხურად, ქართულად, ინგლისურად და რუსულად წერია.

„რამდენიმე დღეა დადგეს, არ ვიცი ვინ მოიტანა. საბაჟოს თანამშრომლები, სოფლის რწმუნებული ამ გზაზე დადიან და ამდენი ხანი როგორ ვერ შეამჩნიეს?" - ამბობენ ნაოხრებში.

თვითმმართველობაში ახალი ბანერის შესახებ „მე-9 არხისგან“ შეიტყვეს. „ტრაფარეტების დადგმა ცენტრალურ გზაზე საგზაო დეპარტამენტს ეკუთვნის, სოფლის გზებზე კი ადგილობვრივ ხელისუფლებას. ფიზიკურ პირს ბანერის დადგმის უფლება არ აქვს“, - ამბობენ მერიის პრესსამსახურში.

მას შემდეგ, რაც ბანერზე თვითმმართველობაში შეიტყვეს, უცნობმა პირებმა წარწერა ჩუმად ჩამოხსნეს. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ნაოხრებში მერის წარმომადგენელი ოვსეფ მელქოიანი ავიდა, თუმცა ბანერი აღარ დახვდა.

„სამი დღის წინ ვიყავი და არ დამინახავს. დღეს ავედი და მხოლოდ ბოძები დამხვდა, ბანერი ჩამოუხსნიათ. არ ვიცი რა ეწერა ზედ“, - განუცხადა „მე-9 არხს“ მერის წარმომადგენელმა წყალთბილის ადმინისტრაციულ ერთეულში.

ტრაფარეტი ცენტრალურ გზაზე იდგა. მერის წარმომადგენლის შემდეგ, ტერიტორია ადგილობრივმა მოსახლეობამაც გადაამოწმა, თუმცა უკანონოდ დამონტაჟებული ბანერი ადგილზე აღარ დახვდათ. 

ბანერი სოფელ ნაოხრებთან
Facebook Twitter

ამინდი
ახალციხე 19 °C
img
ახალქალაქი 17 °C
img
ასპინძა 22 °C
img
ადიგენი 18 °C
img
ბორჯომი 19 °C
img
თბილისი 21 °C
img
აბასთუმანი 15 °C
img
ბაკურიანი 12 °C
img
ნინოწმინდა 17 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1102
RUB
RUB
100
4.3044
TRY
TRY
1
0.4580
USD
USD
1
2.7802
AMD
AMD
1000
5.7897
კალენდარი
Facebook
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.