საზოგადოება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 დეკემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში ლელოვანი და ამხერი,

12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში კოსტავას, თაყაიშვილის, თაბუკაშვილის, ერევნის, ქუთაისის და მიმდებარე ქუჩებზე,

13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდაში პუშკინის, თავისუფლების, სპანდარიანის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |