საზოგადოება
27 დეკემბერს, ახალციხეში ამინდი გაუარესდება
27 დეკემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის

ინფორმაციით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან თოვლის სახით, ასევე, ნისლი და ქარბუქი.

რაც შეეხება ტემპერატურას, საქართველოში ხვალ ჰაერის ტემპერატურა 2-7 გრადუსი იქნება.

„დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმაც, ზოგან თოვლჭყაპი. აღმოსავლეთ საქართველოში კი ნალექი უმეტესად თოვლის სახით იქნება“, - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.

რაც შეეხება ახალციხეს, 31 დეკემბრის ჩათვლით, ღამით ყინვებია მოსალოდნელი, ხოლო დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება.

27 დეკემბერს ითოვებს ახალციხეში, ჰაერის ტემპერტაურა კი დღისით +1, ხოლო ღამით –4 გრადუსი იქნება.

28 დეკემბერს ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით + 1, ხოლო ღამით - 9 გრადუსი ყინვაა ნავარაუდევი.

29 დეკემბერს უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება, დღისით +2, ხოლო ღამით – 7 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

30 დეკემბერს უმეტესად ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი, დღისით +2, ხოლო ღამით –6 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

31 დეკემბერს ცვალებადი მოღრუბლულობა, დღისით +2, ღამით კი –5 გრადუსი ყინვაა ნავარაუდევი.

| Print |