30 დეკემბერს ტემპერატურა დაიკლებს
30 დეკემბერს საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა, მოსალოდნელია ზოგან ნალექი, მთაში თოვლის სახით.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ-ში, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით -1, +4° იქნება, დღისით +6, +11°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -9 -4°, დღისით -5, 0°.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით -6, -1° იქნება, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -11 , -6°, დღისით -2, +3°; მაღალმთაში ღამით -14, -9°, ზოგან -18°-მდე, დღისით -5, 0°. ზოგან -8°-მდე.
30 დეკემბერს, თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3°, დღისით +6° იქნება.
ამასთან, კობი-გუდაურში იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამით -20, -15°, დღისით -6, -1° იქნება.
რაც შეეხება ახალციხეს, უახლოესი ოთხი დღის პროგნოზი ასე გამოიყურება:
31 დეკემბერი: დღისით +2, ხოლო ღამით 5 გრადუსი ყინვაა ნავარაუდევი.
1 იანვარი: დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით -7 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.
2 იანვარი: დღისით + 4, ხოლო ღამით - 4 გრადუსია ნავარაუდევი.
3 იანვარი: დღისით +5 გრადუსი, ხოლო ღამით -5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.