საზოგადოება
იანვრიდან პენსიონერები 20 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ
საქართველოში პირველი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება და პენსიონერები 200 ლარს აიღებენ. ცვლილებას 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს.

2019 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისათვის გამოყოფილია 1 925.0 მლნ ლარი, რაც 2018 წელთან შედარებით 225 მლნ ლარით მეტია. 2018 წელს ამ კუთხით დაფინანსება 1.7 მილიარდ ლარს შეადგენდა.

საქართველოში პენსია 180 ლარამდე 2016 წლის ივლისიდან გაიზარდა.

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, 2019 წლიდან ყოველთვიურად 240 ლარს აიღებს. 20 ლარით გაეზრდებათ პენსია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც, რომლებიც პენსიას არა ასაკის, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იღებენ.
| Print |