საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში გზებზე შეზღუდვები დაწესდა
ძლიერი ქარის, ნამქერებისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ნინოწმინდა-ახალქალაქის ტერიტორიაზე ავტომობილებისთვის შეზღუდვები ამოქმედდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის გზის კმ33-კიროვაკანი-კუმურდოს საავტომობილო გზის და ფარავანი-ნინოწმინდის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
| Print |